„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა, შემთხვევა ზუგდიდში მოხდა

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატით, ხელყუმბარით და მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რას ითხოვს ის. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია, სპეცრაზმი.

მსგავსი თემები