“წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი” – გიორგი გახარია

წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„წინა ხელისუფლების დროს სისტემურად საქართველოს სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა იყო რეპრესიული და არასამართლიანი. ამასთან ბრძოლა 2012 წლის შემდეგ წლების განმავლობაში მოგვიწია. ცალკეული შემთხვევები კი არ ყოფილა, არამედ სისტემა იყო მთლიანად კორუმპირებული და ძალადობრივი“, – განაცხადა გახარიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „სერგო თეთრაძის საქმე“ და „ფოტოგრაფების საქმე“ სისტემურ დანაშაულს არ წარმოადგენდა.

მსგავსი თემები