გიორგი რურუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

გიორგი რურუას საქმის სასამართლო გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. ბრალდებულის უფლებადამცველები საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ისინი გადაწყვეტილებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

გიორგი რურუამ აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი საქმე გაყალბებულია.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

“დარწმუნებული ვარ მოსამართლის გადაწყვეტილება არ იქნება კანონზე, სამართალზე და მის შინაგან რწმენაზე დაფუძნებული. გიორგი რურუას თავდაპირველი პატიმრობა იყო პოლიტიკური, ველოდებით, რომ მისი საბოლოო გადაწყვეტილებაც იქნება პოლიტიკური და არა სამართლიანი,” – აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

“თუ სასამართლო იქნება ობიექტური, გამორიცხულია ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ დადგეს. წარმოუდგენელია გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი ახსნა, გარდა პოლიტიკური ნებით, დიქტატით და ზეწოლით,”- აცხადებს გიორგი რურუას კიდევ ერთი ადვოკატი ლევან სამუშია. 

მსგავსი თემები