“ქართული ოცნება” დღეს მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს

პარტია “ქართული ოცნება” დღეს მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაურ დარგალს წარადგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ის ძლიერი კანდიდატია და მას ნებისმიერი კონკურენციის პირობებში გამარჯვება გარანტირებული აქვს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას, დღეს წარდგება ბატონი ზაურ დარგალი. მე ვფიქრობ არის ერთერთი ძლიერი კანდიდატი და პრაქტიკულად გარანტირებულია მისი მოგება. კონკურენტები ამ ეტაპზე ბოლომდე არ არის ცნობილი. საინტერესოც იქნება როდესაც კონკურენცია არსებობს, მაგრამ ამჯერად ზაურ დარგალი მე ვფიქრობ არის უალტერნატივო,” – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

დღეს ასევე მოხდება ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოგი მეშველიანის წარდგენაც.

მსგავსი თემები