საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის, ხვიჩა მღებრიშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 13:00 საათისთვის განახლდება, – ამის შესახებ ცხელ ხაზზე შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს.

მათი თქმით, საქმესთან დაკავშირებით გუშინ დილიდან ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ქართული მხარე მათგან ინფორმაციას პერიოდულად იღებდა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს დააკავეს. მას ბრალად ედება ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა მღებრიშვილის „ვიდეოაღიარებაც“ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად იყო გადასული და ამისთვის 5 000-დან 10 000 დოლარამდე ჰპირდებოდნენ. ოჯახი ხვიჩა მღებრიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

მსგავსი თემები