„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს” – პროკურატურის განცხადება

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, –  ამის შესახებ პროოკურატურაში განაცხადეს.

ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმდება.

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ, თავად ჩაატარონ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოესურვებათ.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმდება, ასევე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, იმ შემთვევაში, თუ თავად ვერ ატარებს ღონისძიებას. აქედან გამომდინარე, თუ შეესაბამება რეალობას, შეუძლიათ, თავდაც ჩაატარონ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ასეთი რამ სამართლებრივ რეალობაში არ არსებობს “, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების ინფორმაციით, სიცრუის დეტექტორის მეშვეობით ჩვენების მიცემას ბრალდებული სამი არასრულწლოვანი ითხოვს, რომლებმაც პროტესტის ნიშნად, შიმშილობა დაიწყეს.

მსგავსი თემები