“სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს” – ეკატერინე ტიკარაძე ონკოპაციენტებზე

ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსების გაზრდის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაფინანსება 8 ათასი ლარით გაიზრდება. მინისტრის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელთაც ამის საჭიროება უდგას, პრეპარატების ახალი თაობა ხელმისაწვდომი გახადოს. 

“დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და მათ უწევდათ ჯიბიდან გადახდა.

ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველა იმ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი თემები