სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერტიმენტი მიმდინარეობს

სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ავტომობილში იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ადგილზე, საგამოძიები უწყების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი. 

უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს იქნება 24 საათიანი ექსპერიმენტი, რომლითაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.  

“ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა, მას საზოგადოებას გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით უნდა შემოვიდეს რა გზითაც ვითომ შემოვიდა. ეს მანქანა შემოყვანილი იყო და ამას ჩვენ დავადასტურებთ სატელიტური სურათების მეშვეობით”, – განაცხადა რამიშვილმა.  

მსგავსი თემები