„მოქმედმა პრეზიდენტმა მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები“ – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, დეტალურად და საჯაროდ  წარმოადგინოს ყველა ის ხარჯი, რაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა.

დეპუტატის აზრით, ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს მსგავსი კულტურა და პრეზიდენტის მიერ გაწეული ფინანსური ხარჯი იყოს საჯარო ინფორმაცია.

„ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია რომ პრეზიდენტის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. ე.წ. პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს ზოგი რვა მილიონიანი კანონდარღვევის საქმეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებით, რომელიც გასაიდუმლოვდა და სასამართლოში იხილება ეს საქმე, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს აქვს ბრალი წარდგენილი, დაახლოებით, 8 მილიონზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების უკანონო გაფლანგვაზე. მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები და მომავალმა პრეზიდენტმაც “, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი თემები