“რაგბის ზაფხულის თასის” მასპინძელი საქართველოა

საქართველო ოთხთა საკლუბო/საერთაშორისო ტურნირს – “რაგბის ზაფხულის თასს” (Rugby Summer Cup 2018) 28 ივლისსა და 3 აგვისტოს უმასპინძლებს.

საქართველოს XV  (ა ნაკრების)  შემადგენლობაში, სარაგბო კლუბ ბათუმი-ს მორაგბეები, ხვიჩა ბუჯიაშვილი და ტარიელ დონაძე ირიცხებიან.

საქართველოს (ა ნაკრებმა) პირველი შეხვედრა არგენტინასთან გამართა, სადაც მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 23:22 გაიმარჯვა.

ბათუმელი მორაგბეების თქმით, მათი ამ რანგის ტურნირში მონაწილეობის მიღება, სათამაშო კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს (ა ნაკრები) მომდევნო თამაშს, ბრაზილიასთან, 3 აგვისტოს, 21:30 წუთზე, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს.

ფოტოზე: ხვიჩა ბუჯიაშვილი და ტარიელ დონაძე

მსგავსი თემები