დღეიდან ლილოს ბაზრობაზე ფართომასშტაბიანი სკრინინგი იწყება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ლილოს ბაზრობაზე ხვალიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრის ორი ჯგუფი იმუშავებს და ინფიცირებულთა კონტაქტებს გამოიკვლევს.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეს 30-მდე ადამიანი გამოიკვლიეს და მათგან რამდენიმეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

„ამის აუცილებლობა გახდა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების ერთ-ერთი კლასტერიდან გამოიკვეთა ლილოს ბაზრობაზე მომუშავე პიროვნებებთან. იქ დღესაც გამოვიკვლიეთ 30-მდე პიროვნება და რამდენიმე აღმოჩნდა დადებითი. ამის გამო მივიღეთ გადაწყვეტილება, ლილოს ბაზრობაზე ჩატარდეს ფართომასშტაბიანი პისიარსკრინინგი. პირველ რიგში ინფიცირებულების კონტაქტებთან, მათ გვერდზე მომუშავე ადამიანები და შემდეგ გვაქვს გეგმა, როგორ გავაფართოოთ კიდევ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნას გამოკვლეული და მოხდეს მათი იზოლირება. ლილოს ხელმძღვანელობასთან საქმიანი შეხვედრა გაიმართა. გამოგვიყვეს ფართი, სადაც ორი ბრიგადა იმუშავებს და აიღებს ბიოლოგიურ ნიმუშებს. ასევე, შეგვპირდნენ, რომ მაქსიმალურად ორგანიზებას გააკეთებენ ადამიანების მოყვანის, რომლებიც უშუალოდ კონტაქტში იყვნენ. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები