“ტერიტორიაზე, სადაც ცხედარი აღმოაჩინეს, ძებნის სამუშაოები არ მიდიოდა” – ოჯახს აქვს ვერსია, რომ მანქანა რამდენიმე დღის მერე მიიყვანეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი თვლის, რომ გოგონას თავისუფლება ვიღაცამ უკანონოდ აღუკვეთა. ოჯახი ტრაგედიას მის საქმიანობას უკავშირებს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ საქმიანობიდან გამომდინარე ისეთი რამ გაიგო, რაც არ უნდა სცოდნოდა:

„ადგილობრივმა მოსახლეობამ თქვა, რომ კონკრეტულ მისამართს ეძებდა, იმ ტერიტორიაზე, სადაც მანქანა აღმოაჩინეს მთელი კვირა დავდიოდით იმ გზაზე, ცენტრალური გზიდან 50 მეტრში დაგფიქსირდა მანქანა, ის არ იყო გადამალულ ადგილას და ძებნა არ უნდა გასჭირვებოდა,“ – აცხადებს თამარ ბაჩალეიშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი

გოგონას სამართალდამცავები დრონებით ეძებდნენ, თუმცა მისი ნახვა ვერ მოხერხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ლოკაციის ფიქსაციაზეც ისაუბრეს.

„ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფლობდა ინფორმაციას, თუმცა ზუსტად ვერ აფიქსირებდნენ ამ ავტომანქანის შესაძლო გადაადგილებას. თუმცა, შემთხვევის ადგილი კამერებზე, სადაც ავტომობილი დაფიქსირდა, იმის იქით, დაახლოებით, 15 კილომეტრის რადიუსითაა დაშორებული და სწორედ ამ მიმართულებაზე არ იყო იქ, გამოკითხული მოქალაქეების მითითება. თუმცა, ეს არ იყო ერთჯერადი გზა, სადაც სამართალდამცველები ეძებდნენ ავტომანქანას. ჩვენ გამოვიყენეთ სპეციალური დრონები, რომელიც სიმაღლიდან აფიქსირებს და ცდილობს სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოაჩინოს ავტომანქანა. როგორც ავღნიშნე, ფიქსაციის ლოკაცია იყო სხვაგან, სხვა არეალში, ამ კუთხით ვერ მოხერხდა ზუსტად იმ დღეებში ამ მანქანის აღმოჩენა,”- შინაგან საქმეტა სამინისტროს წარმომადგენელმა მამუკა ჭელიძემ.

მსგავსი თემები