ხე-ტყის უკანონო ჭრის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები დაწესდება

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ხე-ტყის უკანონო ჭრის შემცირების მიზნით, ახალი რეგულაციები დაწესდება, კერძოდ: დღგ-სგან გათავისუფლდება ხე-ტყის იმპორტი; დაწესდება შეზღუდვები მორისა და ფიცრის ექსპორტზე, რაც შეამცირებს მოტივაციას ადგილობრივი ხე-ტყის ჭრაზე.

„იჩეხება ტყეები, რომელთა აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება. გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან მიმართებაში. დარწმუნებული  ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს, რომ აღვადგინოთ მწვანე საფარი და მოვახდინოთ ე.წ. რეფორესტიზაცია, ანუ ტყის აღდგენის პროცესი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ბოლო ხანებში გატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლინდა ყალბი  დოკუმენტების საფუძველზე ხის მასალის უკანონო ჭრის ფაქტები, შედეგად დაკავებულია 15 პირი.

“ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულების ამ უკანონობასთან ბრძოლაში, თუ იქნება შემთხვევები, ვინმე ამ უკანონობას ხელს აფარებს, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად დაისჯება”, – აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები