“მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია” – ჯანმოს დირექტორი

  •  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ პიკს ჯერ არ მიაღწია.

მისი თქმით, გასული შაბათ-კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსის 400 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„ეპიდემიის აფეთქება სიჩქარეს იკრეფს და პიკს ჯერ კიდევ არ მივაღწიეთ“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მსგავსი თემები