კოვიდინფიცირების ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

5 ახალი დადასტურებული შემთხვევა არის ყველა შემოტანილი შემთხვევა, აქედან სამი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. დანარჩენი ორი შემოსული მოქალაქეა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა მატულობს, უკვე 87-%-ია და კოვიდცენტრებში ამ მონაცემების შეჯერებით 105 პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი სულ 958 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 838, გარდაცვლილი – 15.

მსგავსი თემები