თავდამსხმელი გრიგოლ ნარსია საკუთარ პროცესს არ ესწრება, ის ნაცემია

ამ წუთებში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას სასამართლო პროცესი იმართება. თავად ბრალდებული სხდომას არ ესწრება და ის პროცესში ვირტუალურად მონაწილეობს.

ნარსიას სახეზე სისხლნაჟღენთები აღენიშნება, ჩაშავებული აქვს სახის ნაწილი და აცხადებს, რომ მასზე ფიზიკური ძალადობა მოხდა.

დაცვის მხარე დანაშაულის ჩადენას ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის და ამბობს, რომ ეს დანაშაული მან შვილის გამო ჩაიდინა. კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით, ნარსიამ დანაშაული იმიტომ ჩაიდინა, რომ მის შვილს გადაუდებელი აუცილებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება.

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს, რადგანაც, არსებობს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლისა და მოწმეებზე ზეწოლის რისკები. სასამართლო გადაწყვეტილებას დღესვე გამოცხადებს.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ნარსია „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

მსგავსი თემები