თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა.

მცირეწლოვანი ციციშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი თემები