სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი საქართველოში ჩამოიყვანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, პატიმრების წამების საქმეზე ძებნილი დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

თვითმფრინავი, რომელითაც დავით ჭაკუა გერმანიიდან ჩამოიყვანეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა.

დავით ჭაკუა არაერთი სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ის ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

დავით ჭაკუას სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ბაჩო ახალაიასთან, რევაზ ჭარბაძესთან და მეგის ქარდავასთან ერთად, ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რა დროსაც შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სად-ის ყოფილი უფროსი ბრალდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმრების წამების საქმეზე, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, მოწმეებზე ძალადობა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ედავებიან.  კერძოდ, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დავით ჭაკუა ფიგურირებს 2012 წელს პატიმრების წამების საქმეში, რის შემდეგაც ციხის კადრები გავრცელდა.

მსგავსი თემები