,,ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე “ლელოს” ინიციატივას ეხმიანება, რომელიც  რუსეთთან და ბელარუსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ეხება. დედაქალაქის მერის განცხადებით, ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ეკონომიკის განვითარებისთვის.

,,ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოსვლას და ყოველთვის ხელს შევუწყობთ ამ მიმართულების გაძლიერებას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება და ზოგადად ტურისტული მიმართულების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და რა თქმა უნდა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებას ხელი შეუწყოს იმიტომ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ განვითარებასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, ადამიანების დასაქმებასთან და ა.შ.”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი თემები