„ჩემი უღრმესი პატივისცემა მარინა ეზუგბაიას! მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან!“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ერთმანეთის დანდობას ურჩევს და მარინა ეზუგბაიას მიმართ სოლიდარობას გამოხატავს.

„მე მინდა დავადასტურო უღრმესი პატივისცემა მარინა ეზუგბაიას მიმართ, რომელსაც ვიცნობ ათეული წლებია და ბევრი პერიპეტიები გაგვივლია ერთად.
საუკეთესო თანამშრომლობაა დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ცენტრალური ინფექციურ საავადმყოფოს შორის.
არ შეიძლება საუბარი ამ სათნო და ჭკვიან ექიმზე. დავინდოთ ერთმანეთი. მას მადლობის მეტი არაფერი ეკუთვნის ჩვენგან. იმიტომ, რომ ყოველდღიურად უვლის ათობით ინფიცირებულ ავადმყოფს და უვლიან კარგად, ხომ ხედავთ, რომ კარგად უვლიან.
ამიტომ, რა თქმა უნდა არანაირ კომენტარს მის ნათქვამზე არ გავაკეთებ.
თქვა, იგულისხმა, რომ ქვეყანაში ვაფართოებთ ტესტირებას და ეს კარგია და ამას მეც გიდასტურებთ. ვაფართოებთ მიზნობრივ ტესტირებას” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები