საქართველოს პროკურატურამ აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა

მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურამ  აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს საჩუქრები გადასცა.

პროკურატურის თანამშრომლებმა მოზარდებს საჩუქრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის სრული დაცვით მიუტანეს. 

საქართველოს პროკურატურა აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებს 2016 წლიდან ახორციელებს. უწყება მხარდაჭერას უცხადებს აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდებს და მაქსიმალურად  ხელს შეუწყობს მომავალშიც აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, რეალიზაციას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას  აუტიზმთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები