შსს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმების შესახებ აბონენტენისთვის გაგზავნილ შეტყობინებებზე განცხადებას ავრცელებს

“ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ, არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”. ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

მსგავსი თემები