იტალია აშშ-ს სამხედრო დახმარებას სთხოვს

იტალიის მთავრობამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრს მარკ ესპერს კორონავირუსთან გამკლავების მიზნით სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას კრიტიკული სამედიცინო აღჭურვილობის, მათ შორის ნიღბებისა და სასუნთქი აპარატებით დახმარება სთხოვა.

გარდა ამისა, იტალიის მთავრობას სურს, ქვეყანაში განლაგებული აშშ-ის სამხედროები მათ სამედიცინო პერსონალითა და საველე ჰოსპიტლებით დაეხმარონ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით იტალიაში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 560-ია.

მსგავსი თემები