,,რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი”- დის მკვლელობაში ბრალდებული

,,რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩემი და ცოცხალი აღარ არის, ეს ვიცი, მეტი არაფერი, ”- ამის შესახებ  დის მკვლელობაში ბრალდებულმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა. ზურაბ ალადაშვილის განცხადებით, მას არ ახსოვს, თუ რა მოხდა მკვლელობის დღეს.

„ბრალდებულს გვიან ღამით შევხვდი დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადამიანი განადგურებულია, ამბობს, ასეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, რაც არ უნდა მომისაჯონ, ის ჩემთვის აღარაფერი იქნებაო. თავს არ იძვრენს ბატონო მოსამართლე, დუმილის უფლება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი პასუხისმგებლობას არ გრძნობს, ამ ეტაპისთვის მას ყველაფერი ზედმიწევნით არ ახსენდება და ამიტომ ვერ ამბობს, რომ დაულაგებელი და უაზრო ნათქვამი არ გამოუვიდეს. როცა დროებითი მოთავსების იზოლატორში შევედი, ვუთხარი, ძალიან გთხოვ, სიმართლე მითხარი, რადგან შენ ისეთ სიტუაციაში ხარ ჩავარდნილი, მხოლოდ სიმართლე გადაგარჩენს-მეთქი, მაგრამ იფიცება, რომ არ ახსოვს, ალბათ, დადგება, როცა გაახსენდება მომხდარი. მის ინტერესში შედის, ყველაფერი გაიხსენოს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ტიბაანი- ჯუგაანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ და, 34 წლის მერი ალადაშვილი მოკლა.

მსგავსი თემები