სამების საკათედრო ტაძარში წირვას პატრიარქი აღავლენს

სამების საკათედრო ტაძარში კვირის წირვას კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. მორწმუნეები ცდილობენ, ერთმანეთისგან რეკომენდებული დისტანცია დაიცვან. 

გავრცელებული ინფორმაციით, მრევლის ნაწილს ხმის გამაძლიერებლების საშუალებით საეკლესიო რიტუალის მოსმენა ტაძრის გარეთაც შეუძლიათ. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს საპატრიარქოში გუშინ განაცხადეს, რომ წირვა-ლოცვა, ჩვეულებრივ, ყველა ტაძარში შესრულდება. მრევლს კი მოუწოდებენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებული რეკომენდაციის თანახმად, ერთმანეთისგან 1.5 – 2 მეტრის დისტანცია დაიცვან. 

მსგავსი თემები