კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტიდან ერთი ბავშვია.

ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

„ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი პაციენტი არის ახალი წყაროდან. უკვე აზრი აღარ აქვს, რომელ ქვეყანაზე ვილაპარაკებთ, ევროპაა და დამთავრდა. ევროპიდან არის ერთი ახალი შემთხვევა, შემოტანილი შემთხვევა. მეორე შემთხვევა ჩვენს ცენტრში რომელიც არის, ის არის ჩვენთან მყოფი პაციენტების ერთ-ერთი ჯგუფიდან კონტაქტი და არის ბავშვი. ასაკს არ ვამბობთ, 0-დან 14 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი ჩვენთვის იქნება ბავშვი. შემოვიდა ერთი ახალი ბავშვთა ასაკიდან, მისი ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე არ არის მძიმე და იმედია, არ იქნება. ანუ მეხუთე ბავშვი გვყავს ამ ეტაპზე ჩვენ ცენტრში. ხუთივეს ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მართვას ექვემდებარება“ ,- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები