კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა კლინიკა გუშინ უკვე დატოვა, ერთი კი საავადმყოფოდან დღეს გაეწერება.

„დავიწყებ სასიამოვნო ინფორმაციით, გუშინ გითხარით, რომ მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტზე განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა პაციენტმა გუშინ უკვე დატოვა ჩვენი დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და ვთქვათ, რომ სამმა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები