“ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს” – ნიკოლ ფაშინიანი

ერევანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ თემის სერიოზული განხილვა უნდა დაიწყოს.

„ჩვენ განვიხილავთ განვითარების ყველა სცენარს. ეს საკითხი მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაინაცვლებს“,- განაცხადა ფაშინიანმა.

ფაშინინამა ასევე Twitter-ზეც დაწერა, რომ ერევანი ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტია.

„განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, მოვლენების განვითარების ყველა სცენარს. სომხეთი არცახის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტია. დღეს სომხეთი არცახთან ერთად დგას თავისი სახელმწიფო სისტემისა და მოსახლეობის სრული პოტენციალით. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი სამშობლოს საზღვრები უსაფრთხოა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – დაწერა სომხეთის პრემიერმა.

მსგავსი თემები