სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება სავალუტო ჯიხურებს არ ეხება

მთავრობის გადაწყვეტილება, სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტის დახურვასთან დაკავშირებით, სავალუტო ჯიხურებს არ ეხება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებსნ, სავალუტო ჯიხურები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.

ცნობისთვის, ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა.

მსგავსი თემები