ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

  •  
  •  
  •  
  •  

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორის, კახა იშხნელის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, დამაკმაყოფილებელია.

როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

„ეს ადამიანები შემოიყვანეს 14 რიცხვში. ოჯახური შემთხვევაა. საბედნიეროდ, მათ მაღალი მოქალაქეობრივი თითშეგნება გამოავლინეს. ადამიანები ნამყოფები არიან საზღვარგარეთ, რომლის შემდგომაც ჩამოვიდნენ ქვეყანაში და თავისივე ინიციატივით გავიდნენ თვითიზოლაციაში. ვიცით, საიდან არის წყარო და ვიცით კონტაქტების შესახებ. მინიმალური კონტაქტები არსებობს. ადამიანები საბედნიეროდ, კარგად არიან და ჩვენც მზად ვართ, გავაგრძელოთ მკურნალობა.

სიმპტომებიდან გამოხატული იყო ტემპერატურის ზომიერი მატება და ამ შემთვევაშიც მკურნალობის ფონზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მიდის მკურნალობა დანიშნულების მიხედვით“, – აღნიშნა კახა იშხნელმა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ოჯახი ამერიკაში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები