საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ

საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ.

ამის შესახებ საპატრიაქროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და, საერთოდ, ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით სასულიერო პირთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას, რომელიც პარასკევს, 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებში

მსგავსი თემები