„მადლიერების ტაში“ – ექიმების მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით, ექიმებისადმი მადლიერების ნიშნად, აქცია სახელწოდებით „მადლიერების ტაში“ გაიმართა. საქართველოში ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა ექიმებისადმი მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს.

მათ აივნებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები, მთელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ექიმების მიმართ მადლიერების გამოხატვის მსგავს ფორმას უკვე მიმართეს ევროპის ქვეყნებში.

მსგავსი თემები