რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პაციენტი უკვე გაწერეს

დღეს, რესპუბლიკური საავადმყოფოდან 11 პაციენტი უკვე გაწერეს. ამის შესახებ საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, 1 პაციენტი ბინაზე გაეწერა, 10 კი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

“დანარჩენი პაციენტები კი, რომლებიც ამჟამად არიან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, იმ სამი პაციენტის ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ ველოდებოდით, ნეგატიური მოვიდა,” – ლევან გოფოძემ. 

მსგავსი თემები