პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძისთვის უნდა მოესმინათ, ხმაურია. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტის სხდომაზე სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით გამოჩდნენ და ირაკლი შოთაძეს შეძახილებით: „მონა“, „მონა“ დახვდნენ.
კომიტეტის სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება.
განსაკუთრებით კი ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა აქტიურობენ. ბიძინა ივანიშვილის ნიღბით თინა ბოკუჩავამ დარბაზში პლაკატიც კი გაშალა წარწერით „მონა“.