ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის ნიღბით გამოჩდნენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მთავარი პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძისთვის უნდა მოესმინათ, ხმაურია. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტის სხდომაზე სახეზე ბიძინა ივანიშვილის ნიღბებით გამოჩდნენ და ირაკლი შოთაძეს შეძახილებით: „მონა“, „მონა“ დახვდნენ.

კომიტეტის სხდომა ამ დრომდე ვერ იწყება.

განსაკუთრებით კი ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა აქტიურობენ.  ბიძინა ივანიშვილის ნიღბით თინა ბოკუჩავამ დარბაზში პლაკატიც კი გაშალა წარწერით „მონა“.

მსგავსი თემები