“ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება” – ანრი ოხანაშვილი

“ჩემი მხარდაჭერა ირაკლი შოთაძეს ექნება”, – ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, ანრი ოხანაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მისთვის გენერალური პროკურორის შერჩევისთვის მთავარი კრიტერიუმებია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება, პროფესიული გამოცდილება და ის პასუხები, რა პასუხებიც იქნა გაცემული კანდიდატების მხრიდან, ასევე ის ხედვა, რომელიც იქნა წარმოდგენილი.

“მნიშვნელოვანი იყო მომესმინა თითოეული კანდიდატის ხედვა სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემდგომ გაგრძელებასთან, სისხლის სამართლის პოლიტიკასთან, დაზარალებულის უფლებების გაუმჯობესებასა და პროკურატურის სისტემის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებით. ამ პრინციპებსა და კრიტერიუმებზე დაყრდნობით მივიღებ ჩემს გადაწყვეტილებას. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ამ კრიტერიუმებში ყველაფერს პასუხობს ბატონი ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და მას ექნება ჩემი მხარდაჭერა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას დღეს გამართავს.

მსგავსი თემები