„მარნეულში 4 კლანი მოქმედებს“ – ალი ბაბაევი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას კლანურ გარჩევებს უკავშირებს.

როგორც მან მედიაცენტრმთავარში“ განაცხადა, მომხდარი ინციდენტი სწორედ კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება.

„მარნეული საარჩევნო პროცესების დროს ყოველთვის  ცხელი ცენტრია. იქ მოქმედებენ კლანური ძალები.  არის ადგილობრივი – აზერბაიჯანული კლანები, რომლებიც ითხოვენ, რომ მარნეულში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ ადგილობრივები უნდა იყვნენ და არა სხვა რაიონიდან ან თბილისიდან ჩასულები; ასევე არის სვანური კლანი, რომლთაც უნდათ თავიანთი ძალაუფლება ქონდეთ ადგილზე;  მესამე –  „პოლიტიკური კლანი“ და მეოთხე – „რელიგიური კლანი“  – აღნიშნა ბაბევმამედიაცენტრ მთავარში“.

მან მარნეულის დაკავებულ მერზე – თემურ აბაზოვზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერი სწორედ კლანურ დაპირისპირებას შეეწირა: „თემურ აბაზოვი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი აქტივისტი. ის აქტიურად მოქმედებდა მარნეულის რეგიონში და საუბარი იყო, რომ პარტიის თავმჯდომარეც ყოფილიყო.  შემდეგ ის  ბაქოში, საქართველოს საელჩოში გადაიყვანეს. ბოლოს კი მარნეულში წარმატებული მერი გახდა. ის არის პირველი აზერბაიჯანელი, რომელიც არჩევითი მერი გახდა. ის არის ინტეგრირებული, ქართულენოვანი და 5-10 წლამდე მისი ციხეში დამწყვდევა არანორმალურია. ვფიქრობ, რაც მოხდა, კლანური დაპირისპირების ამბავია .“

 

მსგავსი თემები