პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელიც 2 მარტს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს ეხებოდა. აქციის მონაწილეები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს – „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, აპროტესტებდნენ. 36-ვე ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა აქციის მონაწილე იმედა კლდიაშვილი 2000 ლარით დააჯარიმა.

ექვსი დაკავებულის სასამართლო პროცესი კი 22 მარტს ჩაინიშნა.

სასამართლო პროცესების შემდეგნაირად გადანაწილდა: 22 მარტი, 11:00 საათი – დავით სეხნიაშვილი – სტუდენტი; 22 მარტი, 11:30 საათი – რეზო დუმბაძე – სტუდენტი; 22 მარტი, 13:00 საათი – ოთარ გოგრიჭიანი; 22 მარტი, 13:30 საათი – გიორგი პატარაია – „ნაციონალური მოძრაობის” წევრი; 22 მარტი,15:30 საათი – ნიკოლოზ ფეხმაშვილი; 22 მარტი, 10:30 საათი – ნიკოლოზ ბუთხუზი.

აქციის ყველა მონაწილე თავისუფალია. არ არის გარკვეული, როდის ჩატარდება დანარჩენი 22 დაკავებულის (რომლებიც გაათავისუფლეს) სასამართლო.

მსგავსი თემები