მეტროსადგურ „ვარკეთილში“, დაკვამლიანების გამო, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ხანძარი არ ყოფილა, დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე მიიღეს. მათივე ცნობით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ამ დრომდე არ ემსახურება. მატარებლები მეტრო „სამგორამდე“ მოძრაობენ.
მსგავსი თემები
-
დარიენის ყურის გადაკვეთისას, წყალდიდობის გამო, 10 მიგრანტი დაიღუპა
პანამაში, დარიენის ყურის გადაკვეთისას, წყალდიდობის გამო, 10 მიგრანტი დაიღუპა. მიგრანტები სოფელ კარეტოს მახლობლად, ადიდებულ მდინარე პანამაში... -
ევროკავშირის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელმა ვანგ ის სთხოვა, გამოიყენოს ჩინეთის გავლენა რუსეთზე
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ის სამხრეთ-აღმოსავლეთ... -
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს. სოფო ჯაფარიძე პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ „ნაციონალური...