ხოლოში აქციის მონაწილეებს ცოცხებით დახვდნენ – ხმაური მაჟორიტარის ბიუროსთან

უკიდურესად დაძბულია სიტუაცია ხულოში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან.

დეპუტატის ოფისთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ანზორ ბოლქვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

“აქტივისტებს” ადგილზე “ქართული ოცნების” აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.

მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები