“ვენეციის კომისია ​ფაქტია კრემლით შეცვალეს” – ოხანაშვილი ოპოზიციის კანონპროექტზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ პროექტს აკრიტიკებს და მას “ნაციონალური მოძრაობის” მოდელს უწოდებს. 

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციამ ვენეციის კომისია კრემლით ჩაანაცვლა და ნინო ბურჯანაძე მოსკოვში კანონპროექტის და სამომავლო გეგმების შესათანხმებლად წავიდა:

“დაიწყეს “გერმანული მოდელის” მოდიფიცირებულ ვერსიაზე საუბარი, შემდეგ დაიწყეს რეალურ ქართულ მოდელზე საუბარი, რეალურად მივიღეთ “ნაციონალური მოძრაობის” მოდელი. ეს, “ნაციონალური მოძრაობის” მოდელი სხვა არაფერია თუ არა უბრალოდ საბაბი, რომ დრო გაიწელოს, იქნება და პროცესი გადავიდეს ქუჩაში. უხერხულია თავი ჩაიგდო იმ მდგომარეობაში, რაზეც ყველა გონიერი იურისტი თანხმდება, რომ ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო. ეს ადამიანები, რომლებიც ერთად სხედან მოლაპარაკებათა მაგიდასთან, მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი კრემლში გაემგზავრა შეხვედრებისთვის. შეაფასეთ და შეხედეთ მათ განცხადებებს, ამართლებენ მის ამ ქმედებას. ვენეციის კომისია ​ფაქტია კრემლით შეცვალეს, რომ კრემლთან შეათანხმონ “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ პროექტი ასევე მათი გეგმები,” – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები