“ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს” – ილია მეორე

“ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებაში პატრიარქმა სწორედ ტაძარში სიარულზე და ადამიანის ბუნებასთან კავშირის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

პატრიარქმა მიმდიანარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარშემო საშინელი ბრძოლა მიმდინარეობს.

„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ადამიანმა უნდა შეძლოს ღმერთთან დაახლოება. ადამიანს უნდა ჰქონდეს გახსნილი გონება. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხართ, უხასიათოდ, მიხვედით ტაძარში და ფერისცვალება ხდება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში, ეს ეფინება ადამიანს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი. დღეს ხსენებაა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა, რომ ჩვენ შევიდეთ ზეციურ ტაძარში“, – ბრძანა ილია მეორემ.

მსგავსი თემები