“სასამართლოში ამ დონის დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ არსებულა” – მოსამართლეობის კანდიდატი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს უსმენს.

„შინაგანად ვგრძნობ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის მზად ვარ“, – განაცხადა შოთა გეწაძემ და აღნიშნა, რომ მოსამართლის ვალდებულებების ფარგლებში, ეცდება, გასაუბრების დროს დასმულ კითხვებს ამომწურავად და გულწრფელად უპასუხოს.

მისი თქმით, დღეს სასამართლო ყველაფრისგან დამოუკიდებელია, მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლებისგან.

„სასამართლო ახლა გაცილებით უფრო თავისუფალია პოლიტიკური ხელისუფლებისგან, აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ეს იგრძნობოდა თუნდაც იმ სტატისტიკით, რომელიც სისხლის სამართალს ეხება. იგრძნობა, გაცილებით მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თუმცა, აქვე დავძენ იმას, რომ რაც გვაქვს, ამ დონის დამოუკიდებლობა არ არსებულა. მაგრამ, ეს ჯერ კიდევ არაა ის, რაც ჩვენ გვინდა,” – განაცხადა შოთა გეწაძემ.

მსგავსი თემები