“მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არა ციფრები, არამედ დასაქმება და სოციალური სარგებელი” – ნათია თურნავა

“ყველანაირად ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბერში დაფიქსირდა ეკონომიკის მაღალი ზრდა – 5.7 პროცენტი.

„ყველანაირად ვცდილობთ და ვახერხებთ, რომ ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა იყოს, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია არა თავად ზრდის ციფრები, არამედ ის დასაქმება და სოციალური სარგებელი, რაც შეიძლება, ამის მიღმა იდგეს და ეკონომიკური ზრდა მოითარგმნება ახალ სამუშაო ადგილებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ათი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი თემები