მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტიას” წევრებმა მოსკოვის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გამზირისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ.
მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე აბრები მიიტანეს, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 ჯარისკაცის გვარები წერია. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს არის 170 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი.