აჭარის მთავრობა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000-3000 ლარს გადასცემს

2008 წლის აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი.

აჭარის მთავრობის ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების” პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. 

მსგავსი თემები