ნათელაშვილი პარლამენტს ქართველი ერის ისტორიის დადგენილების პროექტის შემუშავებას სთხოვს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტს ქართველი ერის ისტორიის დადგენილების პროექტის შემუშავებას სთხოვს.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად მოყოლის გამო უნდა გადაიდგას, რათა შემდეგში არ გამეორდეს მსგავსი პრეცედენტი.

„რამდენიმე დღის წინ პუტინმა საქართველოს შესახებ მთელ მსოფლიოს ცრუ ისტორია მოუყვა, რომლის თანახმადაც, ჩვენ პატარა ერების გენოციდისა და ოკუპირების მეტი არაფერი გაგვიკეთებია. ეს იყო ახალი გეგმა საქართველოს შემდგომი დაშლისკენ და შედეგებმაც არ დააყოვნა. უახლოეს დღეებში რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, ე.წ. დუმა იწყებს პროექტის განხილვას, თითქოს ოსებს მოვუწყვეთ გენოციდი. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, ყოველგვარი ოპოზიცია-პოზიციის გარეშე, სასწრაფოდ მოიწვიეთ საგანგებო სხდომა და მიიღეთ დადგენილების პროექტი – ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ. თუ ჩვენი პასიურობის ფონზე კრემლმა მოახერხა ამის წინ წამოწევა, დამერწმუნეთ, სამომავლოდ ატომური იარაღი რომ ვიშოვოთ, იმითაც ვეღარ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას, ისეთ საშიშ ფაზაში შევედით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი თემები