,,ამოცანაა, აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ევროპულ ინსტიტუტებთან წელს ჩვენი თანამშრომლობა უფრო შინაარსიანი იქნება, ვიდრე წინა წელს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებასა და მებრძოლების გაძლიერებაში ეხმარება.

,,ამოცანაა, აქტიურად მოვამზადოთ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, გავზარდოთ უკრაინაში იარაღის მიწოდება და გავაძლიეროთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.
და მადლობას ვუხდი რობერტა მეცოლას, ყველა ჩვენს მეგობარს ევროპაში, მათ, ვინც ეხმარება უკრაინას ინტეგრაციის გზაზე. მადლობა ყველას, ვინც ხელს უწყობს უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცებას და ჩვენი ჯარისკაცების გაძლიერებას!,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები