ბელგიის აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო ყველა რეისი გაუქმდა

ბელგიის შარლერუას აეროპორტში თანამშრომლების გაფიცვის გამო, სულ მცირე 87 რეისი გაუქმდა.

,,შარლერუას აეროპორტში პროფკავშირის ერთობლივი გაფიცვა გამოცხადდა. ამ პარასკევს დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებულია,” – აღნიშნულია აეროპორტი განცხადებაში და მგზავრებს ურჩევს დაუკავშირდნენ თავიანთ ავიაკომპანიებს.

ბელგიის აეროპორტში გაფიცვა 12 სექტემბერს დაიწყო. მანამდე პროფკავშირები და აეროპორტი თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

მსგავსი თემები