გერმანიაში 2 ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიის ჩრდილოეთით, რაინ-ვესტფალში, სიგარეტის აპარატის გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. გვიან ღამით, ადგილობრივებმა ორი კაცი მაშინ დაინახეს, როცა აპარატს ქურდავდნენ. თვითმხილველებმა პოლიციას მიმართეს, რომლებმაც ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს.

მედიის ცნობით, ისინი 44 და 42 წლის, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც გერმანიაში მუდმივად ცხოვრების უფლება არ აქვთ. სამშაბათს დილით მათ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები